პაროდონტიტის დიაგნოსტირება

ღრძილების მდგომარეობის შეფასების ერთადერთი სწორი გზა სტომატოლოგის მიერ გამოკვლევაა. კლინიკური შეფასებისას, გარდა ზონდირებისა ძვლის მდგომარეობის შეფასებაც უნდა მოხდეს რენტგენოლოგიურად.

კლინიკური გამოკვლევა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ერთადერთი გზაა ღრძილების მდგომარეობის შესაფასებლად.

პირველი შემოწმებისას სტომატოლოგმა ან ჰიგიენისტმა უნდა ჩაატაროს საბაზისო პაროდონტოლოგიური კვლევა, რომელსაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

პაროდონტიტის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია, ზონდირებით ზუსტი კლინიკური გამოკვლევა, რომ გავზომოთ ჯიბეების სიღრმე და ყბის ძვლის სიმაღლე მილიმეტრებში.

ღრძილების ზონდირებისას შეიძლება აღმოჩნდეს ღრმა პაროდონტული ჯიბეები, რომელთაც დამატებით ზუსტი შეფასებისთვის სჭირდებათ რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

დღესდღეობით მიკრობიოლოგიური მეთოდი გვაძლევს ინფორმაციას, რომლის მიღებაც შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ტესტის მეთოდის გამოყენებით.

გინგივიტის და პაროდონტიტის დიაგნოზი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ პაროდონტის დაავადებების კლასიფიკაციას.

კლინიკური გამოკვლევა

კლინიკური გამოკვლევა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ერთადერთი გზაა ღრძილების მდგომარეობის შესაფასებლად.

Klinische Untersuchung der Parodontitis

ღრძილების მდგომარეობის თვითშეფასება სახლში, მაგალითად, სარკის წინ არ არის საკმარისი სწორი შეფასებისთვის, რადგან შეუძლებელია დამოუკიდებლად განსაზღვრო დაზიანებულია თუ არა უკვე კბილის საყრდენი სტრუქტურა ღრძილების ანთების გამო. ასევე ღრძილის ჯიბეების ამოცნობაც დამოუკიდებლად შეუძლებელია.

მხოლოდ ღრძილების ზონდირების (პაროდონტოლოგიური ზონდი) საშუალებით კლინიკური გამოკვლევისას არის შესაძლებელი მივიღოთ ინფორმაცია ღრძილი არის ჯანმრთელი, აღინიშნება ღრძილების ანთება(გინგივიტი), თუ უკვე აღინიშნება კბილის საყრდენი სტრუქტურის დაზიანება ( პაროდონტიტი).

საბაზისო პაროდონტოლოგიური კვლევა

პირველი შემოწმებისას სტომატოლოგს ან ჰიგიენისტს შეუძლია ჩაატაროს საბაზისო პაროდონტოლოგიური კვლევა, რომელსაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

საბაზისო პაროდონტოლოგიური კვლევა ტარდება იმისთვის, რომ სწრაფად დადგინდეს არის თუ არა ღრძილების პრობლემები. ეს არის მარტივი გზა, რომ გამოვავლინოთ არის თუ არა გინგივიტი ან პაროდონტიტი.

ღრძილების ზონდირებისას ( პაროდონტოლოგიური ზონდით) ღრძილის ღარში სიღრმის გაზომვა უნდა მოხდეს ნაზად და ზუსტად.

ამ მცირე გამოკვლევის შემდეგ ტარდება შემდგომი კვლევები იმისათვის რომ, დაზუსტდეს დაზიანებულია თუ არა კბილების საყრდენი სტრუქტურა და ყბის ძვალი. ეს შემდგომი კვლევები მოიცავს პაროდონტის სტატუსის განსაზღვას და რენტგენოლოგიურ კვლევას.

პაროდონტოლოგიური რუქა

პაროდონტიტის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ზუსტი კლინიკური გამოკვლევა პაროდონტოლოგიური ზონდით, რათა გავზომოთ პაროდონტოლოგიური ჯიბეები და ყბის ძვლის სიმაღლე მილიმეტრებში.

Parodontalstatus

კლინიკური გამოკვლევისას ( პაროდონტოლოგიური ზონდით) ხდება თითოეულ კბილზე ექვს წერტილში ღრძილის ზონდირება და იზომება სიღრმე მილიმეტრებში. კერძოდ, იზომება სიღრმე ღრძილის კიდესა და ჯიბის ფსკერს შორის. ამას ეძახიან ზონდირების სიღრმეს. ჯანმრთელ ადგილებში ზონდირების სიღრმე მაქსიმუმ 3მმ-ია. იმ ადგილებში სადაც პაროდონტიტის გამო უკვე განვითარდა ჯიბეები, მათი სიღრმე 4მმ ან მეტია.

გარდა ამისა, პაროდონტოლოგიურ რუქაში ძვლის სიმაღლეც ზუსტად არის ჩაწერილი (მიმაგრების დონე). პაროდონტიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის პაროდონტოლოგიური რუქა არის შეუცვლელი. პაროდონტოლოგიური რუქა შეიძლება შეივსოს ონლაინ და გამოიყენოთ განმეორებითაც: www.periodontalchart-online.com.

რენტგენოლოგიური გამოკვლევა

ღრძილების ზონდირებისას შეიძლება აღმოაჩინოთ ღრმა პაროდონტოლოგიური ჯიბეები, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რენტგენოლოგიურ შეფასებას.

Radiologischer Befund

პაროდონტიტის დიაგნოზის დაზუსტება შესაძლებელია მხოლოდ რენტგენის საშუალებით. პაროდონტიტის დიაგნოსტირებისთვის თუ რომელი რეტგენოლოგიური კვლევა გამოვიყენოთ დაზუსტება ხდება კლინიკური გამოკვლევის შემდეგ. ამით შეიძლება თავიდან ავიცილოთ ჭარბი რადიაციის ზემოქმედება.

ყველაზე მარტივ შემთხვევაში ხდება ორი რენტგენოლოგიური სურათის გადაღება , უფრო მასშტაბურ შემთხვევაში კი მოიცავს 14 დენტალურ რენტგენის სურათს ან პანორამულ რენტგენს. გადაღებულ სურათებზე კარგად უნდა ჩანდეს კბილის გარშემო ყბის ძვალი, რომ შესაძლებელი გახდეს დაკარგული ძვლის სიმძიმის შეფასება.

სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გადაღებული რენტგენის დროს უნდა შემოწმდეს კბილები პაროდონტიტზე და კარიესებზე.

მიკრობიოლოგიური ტესტი

დღესდღეობით მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდები გვაძლევს ინფორმაციას, რომლის მიღებაც შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ტესტის მეთოდების დროს.

Mikrobiologischer Test bei der Untersuchung der Parodontitis

თანამედროვე მიკრობიოლოგიური ტესტების საშუალებით, შესაძლებელი გახდა შეემოწმებინათ ბაქტერიული ბიოაბკის შემადგენლობა შემდეგ საზიანო და მავნე ბაქტერიებზე:

  • Prevotella intermedia
  • Porphyromonas gingivalis
  • Aggregatibacter actinomycetemcomitans
  • Treponema denticola

დიაგნოსტირებისთვის დამატებით ამ კვლევის ჩატარება და ხარჯი გამართლებულია იმ შემთვევაში, თუ მიღებული ინფორმაცია იწვევს მკურნალობის გაუმჯობესებას ან თავიდან აგვაცილებს არასაჭირო მკურნალობას.

პაროდონტის დაავადებების კლასიფიკაცია

გინგივიტის და პაროდონტიტის დიაგნოზი ეფუძნება პაროდონტის დაავადებების საერთაშორისოდ აღიარებულ კლასიფიკაციას.

Klassifizierung der Parodontitis

1999 წელს აშშ-ში ჩატარდა პაროდონტის დაავადების კლასიფიკაციის პირველი საერთაშორისო სემინარი. მნიშვნელოვანი განსხვავება 1993 წლის ევროპულ კლასიფიკაციასთან შედარებით იყო ის, რომ დაავადების ფორმები აღარ იყო განსაზღვრული პაციენტის ასაკის მიხედვით. (მაგალითად იუვენილური ან ზრდასრულთა პაროდონტიტი). დაინერგა ახალი ფორმები ქრონიკული და აგრესიული პაროდონტიტი და ასევე პაროდონტიტი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისტემურ დაავადებებთან.

თუმცა ახალი კლასიფიკაცია, რომელიც მოქმედებს 2018 წლიდან აღარ განასხვავბს ქრონიკულ და აგრესიულ პაროდონტიტს. პაროდონტიტის მიმდინარეობა ახლა ხასიათდება – დიაბეტის კლასიფიკაციის მსგავსად – სტადიებისა და ხარისხების გამოყენებით.