პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზები
პაროდონტიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზია კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები, რომელსაც ასევე უწოდებენ კბილის ნადებს ან ბიოაპკს. სხვა რისკფაქტორებმა, როგორიცაა მოწევა ან არაკონტროლირებადი დიაბეტი შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ პაროდონტიტის განვითარებაზე.
ბაქტერიული ნადები(კბილის ნადები, ბიოაპკი)
ღრძილების ანთების მთავარი მიზეზია ბაქტერიული ნადები ( კბილის ნადები, ბიოაპკი). ზოგიერთ ბაქტერიას შეუძლია კიდევ უფრო შეუწყოს ხელი პაროდონტიტის განვითარებას.
გინგივიტი და პაროდონტიტი გამოწვეულია ბაქტერიული ნადებით, რომელიც გროვდება კბილის ზედაპირზე. მას ასევე უწოდებენ კბილის ნადებს ან ბიოაპკს. როდესაც პირის ღრუს ჰიგიენა არაადეკვატურია, ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან. მიუხედავდ იმისა, რომ ბაქტერიების უმეტესობა უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ზოგიერთმა სახეობამ, თუნდაც მცირე რაოდენობით – შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინფექციები.
თუ კბილებიდან ბაქტერიული ნადები რეგულარულად არ მოცილდება, რამდენიმე დღეში ღრძილებზე შეიძლება დაიწყოს ანთება. ღრძილები წითლდება, შუპდება და სისხლმდენია ოდნავი შეხებისასაც კი, მაგალითად, კბილის ძაფის გამოყენების დროს. თუმცა თუ სახლში რეგულარულად ხდება კარგად კბილების გაწმენდა ეს ანთების ნიშნები რამდენიმე დღეში ქრება.
კბილის ქვა
კბილის ქვა არის კალციფიცირებული კბილის ნადები, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს ღრძილსზემოთ ან ღრძილქვეშ. კბილის ქვა უნდა მოშორდეს რეგულარულად და პროფესიონალური ჩარევით.
კბილის ნადები შეიძლება კალციფიცირდეს (მინერალიზდეს) კბილის ქვად. კბილის ყველა ზედაპირი შეიძლება დაიფაროს ქვებით. განსაკუთრებით ხშირად აღინიშნება იმ ფესვის ზედაპირებზე, სადაც პაროდონტული ჯიბეებია.
ქვის ზედაპირი უხეშია და ადვილად ხდება ბაქტერიების კოლონიზაცია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სახლში რეგულარულად კარგი ჰიგიენა, რომ არ გამყარდეს ნადები და არ გაჩნდეს ქვები.
თუმცა, თუ დაგროვდა ქვები მისი მოცილება მიუხედავად სახლში კარგი ჰიგიენისა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია სტომატოლოგის მიერ რეგულარული შემოწმება და პროფესიონალური ჰიგიენა.
მოწევა
მოწევა ამცირებს ღრძილების რეზისტენტობას მავნე ბაქტერიების მიმართ. მწეველებს აქვთ უფრო მეტი ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები და უფრო მეტად კარგავენ კბილებს, ვიდრე ყოფილიმწეველები ან არამწეველები.
მოწევა ცუდია არა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობისთვის. მოწევა გარდა ფილტვების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა ღრძილებზეც ახდენს დიდ გავლენას.
მიუხედავად სახლში კარგი ჰიგიენის დაცვისა, მწეველები მაინც კარგავენ უფრო მეტ ძვლოვან ქსოვილს. სწორედ ამიტომ მწეველებს უფრო მარტივად უვითარდებათ პაროდონტული ჯიბეები და აღენიშნებათ მეტი პაროდონტოპათოგენური ბაქტერიები. პაროდონტიტის მკურნალობისას მწეველებს უფრო ცუდი შედეგები აქვთ, ვიდრე არამწეველებს. გამომდინარე აქედან მწეველბს არამწეველბთან შედარებით პაროდონტიტის გამო კბილების დაკარგვის უფრო მაღალი რისკი აქვთ.
ყოფილ მწეველბში ღრძილების მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს რამდენიმე წელიწადში და მხოლოდ კარგი პროფესიონალური მოვლის საშუალებით. მოწევის შეწყვეტიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ყოფილი მწეველები უფრო კარგად რეაგირებენ პაროდონტიტის მკურნალობაზე, ვიდრე პაციენტები რომლებიც ჯერ კიდევ ეწევიან.
სისტემური დაავადებები (მაგ, დიაბეტი ტიპი 2)
დიაბეტით დაავადებულები, რომელთა სისხლშიც არ ხდება შაქრის კონტროლი, პაროდონტიტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. პაროდონტიტის მქონე პაციენტებს კი აქვთ დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი. აუცილებელია ორივე დაავადების გამოკვლევა.
პაროდონტიტი და დიაბეტი ერთმანეთზე ახდენენ უარყოფით გავლენას. დიაბეტით დაავადებულებს, როცა არ ხდება სისხლში შაქრის კონტროლი, აქვთ პაროდონტიტის განვითარების მაღალი რისკი და პირიქით, პაროდონტიტის მქონე პაციენტებს აქვთ დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი. მეორეს მხრივ, დიაბეტით დაავდებულებს რომლებიც აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს, არ აქვთ პაროდონტიტის მაღალი რისკი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთი დაავდების მკურნალობა დადებითად მოქმედებს მეორეზეც. ეს აუცილებელს ხდის დიაბეტიანი პაციენტების გამოკვლევას პაროდონტოლოგთან და და პირიქით, პაროდონტიტიანი პაციენტების შემოწმებას დიაბეტზე.
პაროდონტიტისა და დიაბეტის ურთიერთკავშირი და მათი დროულად გამოვლენის მნიშვნელობა უფრო ფართოდ უნდა გახდეს ცნობილი. სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ამ კორელაციის შესახებ და ამჟამად, დიაბეტით დაავადებულთა მხოლოდ ნახევარმა იცის რომ აქვს ეს დაავადება.
დიეტა
არაჯანსაღი კვების უარყოფითი გავლენა ღრძილებთან მიმართებით ზუსტად შეფასებული არ არის. თუმცა შედეგი არის დიაბეტის და პაროდონტიტის განვითარების მარალი რისკი.
არაჯანსაღი კვება ზრდის ღრძილების ანთების რისკს. იწვევეს ღრძილების შეშუპებას, გინგივიტს და პაროდონტიტს, კბილის საყრდენი ქსოვილის და კბილების დაკარგვასაც კი.
არაჯანსაღი დიეტა ზრდის დიაბეტის რისკს, რამაც კიდევ უფრო შეიძლება გააუარესოს ზოგადი მდგომარეობა. დიაბეტით დაავადებულებს აქვთ არა მხოლოდ პაროდონტიტის განვითარების მაღალი რისკი, არამედ ისინი ნაკლებად რეაგირებენ საჭირო მკურნალობაზე.
სტრესი
სტრესი ამცირებს ღრძილების წინააღმდეგობას მავნე ბაქტერიების მიმართ. ამიტომ, ფსიქოლოგიური სტრესის მქონე ადამიანებს აქვთ პაროდონტიტის განვითარების მაღალი რისკი.
ფსიქიკური სტრესის გავლენა ღრძილებზე ხშირად არ არის შეფასებული, რაც იწვევს პაროდონტიტის უფრო დიდ რისკს.
ფსიქიკური სტრესი ამცირებს ღრძილების წინააღმდეგობას მავნე ბაქტერიების მიმართ. მათ აქვთ სუსტი უმუნური სისტემა და ღრძილების დაავადების უფრო მძიმე ფორმები. ასეთი ადამიანები ნაკლებ დროს უთმობენ სახლში პირის ღრუს ჰიგიენას, შედეგად არსებული დამაზიანებელი ბაქტერიები, დაქვეითებულ იმუნურ სისტემაზე კიდევ უფრო ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენენ.
გენეტიკური წინასწარგანწყობა
გენეტიკური განსხვავებების გამო, პაროდონტიტის დროს იმუნური სისტემის წინაარმდეგობა შეიძლება განსხვავდებოდეს მავნე ბაქტერიების მიმართ. შედეგად წინასწარგანწყობა პაროდონტიტის მიმართ განსხვავდება ადამიანებს შორის.
გინგივიტი და პაროდონტიტი გამოწვეულია ბაქტერიული ნადებით, რომელიც გროვდება კბილის ზედაპირზე. ანთების დროს ღძილების იმუნური დაცვისთვის გამოიყოფა ენდოგენური ცილები, რომლებიც აზიანებენ კბილის საყრდენ სტრუქტურას.
იმუნური სისტემის რეაქცია შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანებს შორის, გენეტიკური განსხვავებების გამო. ამიტომაც ყველა ადამიანს არ უვითარდება პაროდონტიტის ერთნაირი სიმპტომები სახლში ხანგრძილივი პერიოდის განმავლობაში არაადეკვატური ჰიგიენის დროსაც კი.
ასაკი
ქრონიკული დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის გამო, პაროდონტიტის შედეგები ხშირად არ მძიმდება ხანდაზმულ ასაკამდე.
პაროდონტიტი იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს 18 წლის ასაკიდან – კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევაში, კი უფრო ადრე მოზარდობის ასაკშიც. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში პაროდონტიტი უვითარდებათ 35 წლის შემდგომ. იმის გამო რომ, დაავადება პროგრესირებს ნელა, პაციენტები საწყის სტადიაზე ვერ ამჩნევენ მას და აღმოაჩენენ მაშინ, როცა უკვე დაგვიანებულია.
თუ პაროდონტიტს არ ვუმკურნალეთ, ან არაადეკვატურია მკურნალობა დაავადება პროგრესირებს. ასაკთან ერთად დაავადების ხანგრძლივი შედეგების გამო მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება: აღინიშნება კიდევ მეტი ძვლოვანი დანაკარგი, მეტი კბილი იკარგება, დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიც უფრო რთული სამართავია.
Additional Information
You can use all our content for your own productions while acknowledging the Creative Commons License:
Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.en