პაროდონტიტის მკურნალობა
კბილების პროფესიონალური წმენდა არის პირველი ნაბიჯი პაროდონტიტის მკურნალობის დროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახლის ჰიგიენის კარგი დაცვა და რეგულარული შემოწმებდა სტომატოლოგთან.
კბილების პროფესიონალური წმენდა
იმისათვის რომ, პაროდნტიტს ვუმკურნალოთ კბილის ყველა ზედაპირიდან უნდა მოვაშოროთ ნადები და ქვა კბილების პროფესიონალური ჰიგიენით.
კბილების პროფესიონალური წმენდისას სტომატოლოგი ან ჰიგიენისტი ატარებს კბილის ყველა ზედაპირის სისტემურ წმენდას.პაროდონტიტის დროს განსაკუთრებნით მნიშვნელოვანია ღრძილქვეშ არსებული სივრცის და კოლონიზებული ბაქტერიების გასუფთავება.
გარდა ამისა, ყველა ის ფაქტორი რაც ართულებს სახლში კარგს ჰიგიენას მოიხსნება.ეს მოიცავს ქვებს რომელიც ლოკალიზებული ღრძილქვეშ ან გვირგვინების და ბჟენების ქვეშ.
კბილების პროფესიონალური წმენდა იშვითად შეიძლება იყოს ერთჯერადი. პაციენტები, რომელთაც აქვთ განვითარებული პაროდონტიტი, საჭიროა კბილების წმენდის რამდენიმე ვიზიტი.
პირის ღრუს სახლის ჰიგიენა
ახალი ბაქტერიული ბიოაპკი რომ არ წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის პაროდონტოლოგიურმა პაციენტებმა უნდა ისწავლონ კბილების კარგი ჰიგიენის დაცვა.
ყოველთვის არ არის ადვილი ოპტიმალური ჰიგიენის დაცვა სახლში. ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კბილთაშორისი სივრცეების გასუფთავება. ამ სივრცეებისთვის არის სპეციალური კბილთაშორისი ჯაგრისები. ისინი შეირჩევა ინდივიდუალურად, პირის ღრუს მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმის ან პირის ღრუს ჰიგიენისტის მიერ რომელიც ასწავლის ასევე სწორად გამოყენებას.
ღრძილების მკურნალობის დროს , პაციენტები სწავლობენ პირის ღრუს ჰიგიენის ტექნიკას, რომელიც ადაპტირებულია მათ მდგომარეობაზე. პირის ღრუს კარგი ჰიგიენის დაცვა სახლში გადამწყვეტია მკურნალობის წარმატებისთვის.
პირის ღრუს ჰიგიენის ინსტრუქციისთვის დამატებითი ინფორმაცია, იხილეთ აქ www.oralhygiene-instruction.coma.
შემდგომი დაკვირვება (ხელახალი შეფასება)
კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდიდან ერთ-ორ თვეში მოწმდება ჰიგიენა და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება თუ როგორი ინტენსივობით გაგრძელდება შემდგომი მოვლა.
კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდიდან ერთ-ორ თვეში მოწმდება ჰიგიენა. ამ ხელახალი შეფასებისას ექიმი ამოწმებს ასევე პაციენტს შეუძლია თუ არა სახლში პირის ღრუს კარგი ჰიგიენის დაცვა.
თუ სახლში პირის ღრუს კარგი ჰიგიენა დაცულია, შესაძლებელია უკვე არსებული გინგივიტის შემცირება და ღრძილების განკურნება, იმ შემთვევაშიც კი, როცა ფესვები ჩართულია პროცესში და ზონდირების სიღრმე 3 მმ-ზე მეტია. ამ შემთხვევაში, ღრძილების მკურნალობა შეიძლება დასრულდეს და მიღებული მდგომარეობა უნდა შენარჩუნდეს ჰიგიენისტთან რეგულარული ვიზიტებით.
ქირურგიული მკურნალობა
პაროდონტიტის რთული ფორმის დროს, როდესაც აღინიშნება და რჩება ღრმა პაროდონტული ჯიბეები, შეიძლება წარმატებით შემცირდეს მხოლოდ ქირურგიული მკურნალობით
თუ პროფესიონალური ჰიგიენური წმენდის შემდეგ პაროდონტული ჯიბეების სიღმე მეტია 5მმ-ზე, უმჯობესია ჩატარდეს ქირურგიული მკურნალობა, რადგან ღრძილქვეშა ქვები ასე უფრო მარტივად მოშორდება. გარდა ამისა, ღრძილის კონტურები შეიძლება დაკორექტირდეს და ცალკეულ შემთხვევბში ბიომასალებით შეიძლება დაკარგული ქსოვილების რეგენერაციაც (ქსოვილების მიმართული რეგენერაცია).
ღრძილების უფრო რთული მდგომარეობის მკურნალობას,ხშირად ერთ წელზე მეტი სჭირდება. ასეთმა პაციენტებმა უნდა იცოდნენ მკურნალობის კურსის ჩატარების საჭიროების აუცილებლობაზე და ასევე რისი მიღწევა შეიძლება, აუცილებელია პირის ღრუს კარგი ჰიგიენა სახლში, მოწევის თავის დანებება და ჯანსაღი დიეტის დაცვა.
ხანგრძლივი პროფესიონალური მოვლა (შემდგომი მოვლა, შეხსენება)
პაროდონტიტის მკურნალობის შემდეგ, იგეგმება ჰიგიენისტის ხანგრძლივი პროფესიონალური მოვლა. ამ ვიზიტების სიხშირე დამოკიდებულია ნარჩენი ჯიბეების არსებობაზე.
პაროდონტიტის მკურნალობის შემდეგ ხანგრძლივი წარმატება დამოკიდებულია პაციენტის სახლში ყოველდღიურ კარგ ჰიგიენაზე, რითაც თავიდან აიცილებს ბაქტერიულ ნადებს და ღრძილების ანთების განვითარებას.
ხანგრძილივი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პროფესიონალური მოვლა და ჰიგიენური ვიზიტები ჰიგიენისტთან, რადგან ნებისმიერი განმეორებითი პრობლემა დროულად გამოვლინდეს და გამოსწორდეს.
ჰიგიენისტთან ვიზიტებს შორის ინტერვალები შეიძლება იყოს სამი, ოთხი ან ექვსი თვე. ვიზიტების სიხშირე დამოკიდებულია პირის ღრუს ჰიგიენის ხარისხზე, ღრძილების ანთების სიმძიმეზე და ნარჩენი ჯიბეების არსებობაზე.
პაროდონტიტის მკურნალობის შესაძლო გვერდითი ეფექტები
პაროდონტიტის მკურნალობის ცნობილი გვერდითი ეფექტია კბილებს შორის ღია სივრცეების გაჩენა და ფესვის გაშიშვლებულ ზედაპირებზე მგრძნობელობის მომატება.
კბილების პროფესიონალური წმენდის დროს პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ტკივილი. ზოგადად, ანთებითი ღრძილი მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე ჯანმრთელი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ღრძილების ანთების მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ლოკალური ანესთეზიით.
ღრძილების მკურნალობის კიდევ ერთი გვერდითი ეფექტია ღრძილის კონტურის შემცირება პროფესიონალური ჰიგიენური წმენდის შემდეგ. ღრძილები მჭიდროდ ეკვრის კბილს და ამიტომ კბილებს შორის წარმოიქმნება ღია სივრცეები, გამოჩნდება ფესვის ზედაპირები, რომელიც უფრო მგრძნობიარეა ცივი ტემპერატურის და მჟავე საკვების მიმართ. მომატებული მგრძობელობა ჩვეულებრივ რამდენიმე თვის შემდეგ ქრება.
ვის შეუძლია უმკურნალოს პაროდონტიტს ?
კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა თავიდან შეიძლება ჩატარდეს ჰიგიენისტთან. პაროდონტიტის მძიმე ფორმების დროს რეკომენდირებულია მიმართვა პაროდონტოლოგთან.
ზოგადად სტომატოლოგებს სწავლის პროცესში გავლილი აქვთ თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი პაროდონტიტის მკურნალობის შესახებ. ამ ტრენინგის საშუალებით მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად განიხილონ პაროდონტიტის მარტივი შემთხვევები. სასწავლო პროგრამებში, კურსებში, უნივერსიტეტებში, ეროვნულ პერიო საზოგადოებებში და სხვა ინსტიტუტებში ეს ძირითადი ცოდნა შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს.
რთული პაროდონტოლოგიური შემთხვევების მკურნალობა – მაგალითად, სწრაფად პროგრესირებადი პაროდონტიტი მოზარდებში ან ზრდასრულებში – საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და ინფრასრუქტურას ხანგრძლივი პაროდონტოლოგიური მკურნალობისთვის. სტომატოლოგს შეუძლია ასეთი პაციენტი გადაამისამართოს პაროდონტოლოგთან.
Additional Information
You can use all our content for your own productions while acknowledging the Creative Commons License:
Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.en