რა არის პაროდონტიტი?
ბაქტერიული ნადები იწვევს ღრძილების ანთებას( გინგივიტი), რომელიც ასევე შეიძლება გავრცელდეს პაროდონტზე, კბილის საყრდენ სტრუქტურაზე. ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის გამო, წარმოიქმნება პაროდონტული ჯიბეები, შეიძლება მოირყეს და დაიკარგოს კიდეც კბილები.
როგორ არის კბილის ფიქსირებული ყბის ძვალში?
კბილის შედგება გვირგვინის, ფესვისა და ნერვისგან. კბილის ფიქსირებულია ბოჭკოებით, რომელიც აკავშირებს ერთის მხრივ ფესვის ზედაპირს და ყბის ძვალს.
კბილის გვირგვინოვანი ნაწილი გარედან დაფარულია მინანქრით. მის ქვეშ მდებარეობს დენტინი და დენტინის ქვეშ კი კბილის ნერვი( პულპური ღრუ). უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნერვი შედგება სისხლძარღვებისა და შემაერთებელი ქსოვილისგან. მინანქარს არ აქვს ნერვი და არაა მგრძნობიარე, განსხვავებით დენიტინისგან,რომელსაც აქვს ნერვული ბოჭკოები. ამგვარად ფესვის ზედაპირიც მგრძნობიარეა ტკივილის მიმართ.
ფესვის შემადგენელი მთავარი კომპონენტია დენტინი.ფესვი გარედან დაფარულია მაგარი ქსოვილით, ცემენტით. კბილი ფიქსირებულია ყბის ძვალში ბოჭკოების საშუალებით (პერიოდონტული იოგით). ეს ბოჭკოები ერთისმხრივ დაკავშირებულია დენტინთან და მეორესმხრივ უკავშირდება ყბის ძვალს.
კბილის ფესვი გვირგვინზე უფრო გრძელია. განსაკუთრებით ზედა ეშვებს აქვთ გრძელი ფესვები.
რა არის ღრძილები?
ღრძილები ეს არის პირის ღრუს ლორწოვანის ის ვარდისფერი ნაწილი, რომელიც ირგვლივ ეკვრის თითოეულ კბილს.
უფრო სწორად რომ ვთქვათ ღრძილი აკრავს კბილის ფესვს გარედან, მის ქვეშ კი არის ძვლოვანი ქსოვილი. თვითონ ღრძილი შედგება გარე შრის (ეპითელიუმის) და მის ქვეშ მდებარე უფრო სქელი ბოჭკოვანი შრისგან. ( შემაერთებელი ქსოვილი). ეს ბოჭკოვანი შრე შეიცავს ასევე სისხლძარღვებს შემართებელ ქსოვილოვანი ბოჭკოების გარდა. ამიტომ ჯანმრთელი ღრძილები ღია ვარდისფერია.
რა არის გინგივიტი და რამდენად ხშირია ის?
ნადების არსებობის შემთხვევაში, ბაქტერიული ნადები სულ რამდენიმე დღის შემდეგ გავლენას ახდენს ღრძილებზე და ვითარდება გინგივიტი.
ანთების დროს (გინივიტი) ღრძილებს აქვთ მუქი წითელი შეფერილობა, რადგან შემაერთებელ ქსოვილში ანთების გამო სისხლძარღვები გაფართოებულია.
თუ სახლში რეგულარულად იქნება კარგი ჰიგიენა დაცული და კბილებს ბაქტერიული ნადები მოშორდება , ღრძილები რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდება.
გინგივიტი არ არის იშვიათი დაავადება. ცხოვრების მანძილზე ნებისმიერ ადამიანს ჰქონია პირის ღრუში რამდენიმე ადგილზე მაინც გინგივიტი. თუმცა ეს ნიშანია იმის, რომ ეს ადგილები არ იყო სათანადოდ გაწმენდილი. ეს მიდამოები ასევე წარმოადგენს პაროდონტიტის განვითარების რისკის ადგილებს.
ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებების გამო გინგივიტის განვითარების მომატებული რისკია. ორსულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პირის ღრუს ჰიგიენას და მიმართონ სტომატოლოგს ორსულობის დროს.
რა არის პაროდონტი?
პაროდონტი ეს არის ქსოვილების კომპლექსი, რომელიც კბილს იჭერს ყბის ძვალში. ეს არის ღრძილი, ფესვის ზედაპირი, დამჭერი ბოჭკოები და თავად ყბის ძვალი.
ტერმინი “პაროდონტი” გამოიყენება ყველა შემადგენელი კომპონენტისთვის, რომელიც კბილს იჭერს ძვალში. მასში შედის ღრძილები, ყბის ძვალი, რომელიც იჭერს კბილებს, დამჭერი ბოჭკოები და ცემენტი, რომელიც ფარავს კბილის ფესვის ზედაპირს.
პაროდონტის ქსოვილი უზრუნველყოფს კბილების სიმყარეს და შენარჩუნებას ყბის ძვალში. დამჭერი ბოჭკოები უზრუნველყოფს კბილების მაღალ ფუნქციურ სიმყარეს მომატებული ღეჭვითი დატვირთვის დროსაც კი.
ჯანმრთელ კბილებზე პაროდონტის ქსოვილი ფარავს მთელ ფესვს. მხოლოდ მაშინ, როდესავ ვითარდება ანთება კბილის საყრდენ სტრუქტურაზე (პაროდონტიტი) ასევე იკარგება ძვლოვანი ქსოვილიც.
რა არის პაროდონტიტი და რამდენად ხშირია ის?
პაროდონტიტი ადამიანებში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქრონიკული დაავადებაა. ეს არის ანთებითი დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს პაროდონტის შემადგენელ ყველა სტრუქტურაზე, რომელიც კბილებს იჭერს ყბის ძვალში
ანთების შედეგად შეიძლება მოხდეს დამჭერი ბიჭკოების და ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვაც. ჯანმრთელი ბოჭკოების ნაცვლად კბილების გასწვრივ ვითარდება პაროდონტული ჯიბეები. იქ არსებული ფესვის ზედაპირი დაფარულია ბაქტერიული ბიოაპკით( კბილის ნადებით და ქვებით).
საყრდენი ბოჭკოების და ძვლოვანი ქსოვილი დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების მორყევა. თუ დაავადება შეუმჩნეველია და არ მოხდა დროული მკურნალობა, იგი პროგრესირებს მანამ, სანამ არ მოირყევა და ღეჭვისთვის გამოუყენებელი იქნება ეს კბილი და საჭირო გახდება მისი ამოღება.
ადამიანების დაახლოებით 40% აწუხებს პაროდონტიტი. დადგენილია რომ, მოზრდილებში დღეს კბილების დაკარგვის მიზეზი დაახლოებით 70%-ში პაროდონტიტია.
Additional Information
You can use all our content for your own productions while acknowledging the Creative Commons License:
Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.en