პაროდონტიტის პრევენცია
პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენა სახლში, რეგულარული შემოწმება და კბილების პროფესიონალური წმენდა, ჯანსაღი დიეტა და მოწევის შეწყვეტა არის პაროდონტიტის პრევენციის საუკეთესო საშუალება.
გინგივიტის პროფილაქტიკა არის პაროდონტიტის პროფილაქტიკაც.
სახლში კარგი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის გარდა, მოწევის შეწყვეტა და ჯანსაღი დიეტა არის პაროდონტიტის პროფილაქტიკის ეფექტური მეთოდი.
ღრძილების ანთება ( გინგივიტი) არ განვითარდება თუ არ არის ბაქტერიული ნადები კბილებზე, თუ არ არის გინგივიტი ვერ განვითარდება პაროდონტიტი. სახლში პირის ღრუს კარგი ჰიგიენის გაგრძელება, რეგულარულად კბილის ქვის მოცილება, ჯანსაღი დიეტა და მოწევის შეწყვეტა, თუ ეს შესაძლებელია, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პაროდონტიტის პროფილაქტიკისთვის.
პაროდონტიტის და გინგივიტის პროფილაქტიკის მიზნით უნდა მოხდეს ღრძილების რეგულარული შემოწმება, ნებისმიერი ადგილი, სადაც აღმოჩნდება ანთების ნიშნები ან პაროდონტოლოგიური ჯიბეები, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ადეკვატური მკურნალობა.
პირის ღრუს ჰიგიენის ოპტიმიზაცია
პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენა განსხვავდება პაციენტებს შორის. მნიშვნელოვანია იცოდე პაროდონტიტის პრევენციის შენი მეთოდი.
რეგულარული პირის ღრუს ჰიგიენა და კბილების პროფესიონალური წმენდა საუკეთესო მეთოდია ნადების მოსაშორებლად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება გინგივიტის და პაროდონტიტის პრევენციისთვის.
სახლის პირის ღრუს ჰიგიენა ყოველთვის ინდივიდზე უნდა იყოს ადპტირებული. აქედან გამომდინარე, ის შეიძლება განსხვადებოდეს ადამიანებს შორის. მნიშვნელოვანია, იცოდე და ისწავლო როგორ გააუმჯობესო სახლის პირის ღრუს ჰიგიენის თქვენთვის საუკეთესო მეთოდი.
სტომატოლოგიურ პრაქტიკაში შესაძლებელია პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენის ინსტრუქციების მიცემა. ინტერნეტშიც შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკების და ილუსტრაციების ნახვა ამ ვებსაიტზე-I www.oralhygiene-instruction.com.
მოწევის თავის დანებება
სახლში პირის ღრუს ჰიგიენის ოპტიმიზაციის გარდა, მოწევის შეწყვეტა ერთერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გინგივიტის და პაროდონტიტის პროფილაქტიკისთვის.
ყოფილ მწეველებს ნაკლდებად აქვთ კბილის საყრდენი სტრუქტურა დაკარგული და აქვთ ნაკლები ჯიბეები, ვიდრე მწეველებს. მოწევის შეწყვეტის შემდეგ პაროდონტის ქსოვილს სჭირდება გარკვეული დრო რომ აღდგეს თამბაქოს მოქმედების შემდეგ. მოწევის შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ ღრძილების ანთების სიმძიმე ნაკლები იქნება და 10 წლის შემდგომ მოწევის გამო კბილის ამოღები საჭიროება აღარ იქნება.
ყოფილი მწეველები პაროდონტის ანთებითი დაავადების მკურნალობაზე უკეთ რეაგირებენ და ბევრი ქირურგიული მკურნალობა, რომელიც ხშირად აუცილებელია, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ არამწეველებში და ყოფილ მწეველებში.
ჯანსაღი დიეტა
ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა ასევე მოქმედებს დადებითად ღრძილების ჯანმრთელობაზე.
ერთის მხრივ, დიეტის დაცვა დიაბეტის პროფილაქტიკისთვის, ასევე პირდაპირ ამცირებს პაროდონტიტის განვითარების რისკსაც. დიაბეტიანი პაციენტები, რომლებიც არ აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს, აქვთ მაღალი რისკი განუვითარდეთ პაროდონტიტი.
მეორეს მხრივ, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების შემცირება იწვევს იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც გამოიწვევს ანთებითი პროცესის შემცირებას და გააუმჯობესებს მკურნალობის პროცესს.
რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება
რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმებებით, შესაძლებელია პაროდონტიტის ნიშნების ადრეული გამოვლენა.
სტომატოლოგის მიერ ყოველწლიური შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალურ ჩარევას დროულად ხდის შესაძლებელს.
თუ პაროდონტიტი ნაადრევად გამოვლინდა და საჭირო მკურნალობა ადრეულ სტადიაზევე დაიწყება, შესაძლებელია წარმატებით იქნას თავიდან აცილებული პაროდონტის სტუქტურების შემდგომი დაკარგვა.
მიზანი უნდა იყოს საკუთარი კბილების შენარჩუნება სიბერემდე. “ძალიან ბევრი შემოწმება ჯობია ცოტა მკურნალობას!”
კბილების რეგულარული პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა
რეგულარული შემოწმების გარდა, კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდები პერიოდულად არის პაროდონტიტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა.
კბილების პროფესიონალური წმენდის შემდეგ, ხანგრძლივი წარმატება უზრუნველყოფილია მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტები იცავენ სახლში კარგად ჰიგიენას, რითაც ხელს უწყობენ რომ არ წარმოიქმნას ახალი ბაქტერიული ნადები და არ განვითარდეს ღრძილების ანთება.
პროფესიონალური ჰიგიენური ვიზიტების გაგრძელება ასევე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი წარმატებისთვის, რადგან ნებისმიერი განმეორებადი პრობლემა დროულად გამოვლინდეს და გამოსწორდეს.
ჰიგიენური ვიზიტების ინტერვალი არის სამი, ოთხი ან ექვსი თვე. ეს დამოკიდებულია პირის ღრუს ჰიგიენის ხარისხზე, ღრძილების ანთების მასშტაბზე და ნარჩენი ჯიბეების არსებობაზე.
Additional Information
You can use all our content for your own productions while acknowledging the Creative Commons License:
Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.en