პაროდონტიტის შედეგები

პაროდონტიტის შედეგია კბილის საყრდენი სტრუქტურის, პაროდონტის დაკარგვა, რის შედეგადაც ვითარდება კბილების მორყევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის პრობლემაც. სხვა შედეგები მოიცავს ზოგად ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას, უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან და ესთეტიურ პრობლემებს.

პირველადი ნიშნები ღრძილების ანთების დროს არის სიწითლე , მცირე შეშუპება ღრძილების მიდამოში და შესაძლოა აღინიშნებოდეს სისხლდენა კბილების გახეხვის დროს.

პაროდონტიტი, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ნადებით იწვევს კბილის საყრდენი სტრუქტურის დაზიანებას. რის შედეგადაც ვითარდება პაროდონტული ჯიბეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაკარგვა.

ამასთანავე, პირის ღრუში პირდაპირი შედეგების გარდა, პაროდონტიტი ასევე გავლენას ახდენს სისტემურ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

პაროდონტიტის გამო მორყეულმა კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის პრობლემები; ჭამის შემდეგ მცირე საკვების ნარჩენებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს ყრუ ტკივილი.

პაროდონტიტის გამო კბილების შეცვლილმა პოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები საუბრის, სიმღერის ან ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრის დროს.

პირის ღრუში ბაქტერიულ ნადებში არსებულმა აქროლადი გოგირდის ნაერთებმა, შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი. ამ დროს მხოლოდ პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა დაგეხმარებათ.

პაროდონტიტის მქონე პაციენტებს აწუხებთ ესთეტიური ცვლილებებიც, ღრძილების დაწევის და კბილებს შორის შავი სივრცეების გაჩენის გამო.

სისხლდენა ღრძილებიდან

ღრძილების ანთების პირველადი ნიშნებია ღრძილების სიწითლე და მცირე შეშუპება, ასევე ზოგჯერ აღინიშნება სისხლდენა კბილების გახეხვის დროს.

Zahnfleischbluten als Folge sowohl der Gingivitis als auch der Parodontitis

კბილის ნადებით გამოწვეული ღრძილების ანთება იწვევს ღრძილების შეწითლებას ზოგჯერ მუქ წითელ შეფერილობამდეც, რაც გამოწვეულია ანთებით, რომელიც იწვევს შემაერთებელ ქსოვილში სისხლძარღვების გაფართოებას. ღრძილები შეიძლება იყოს შეშუპებული და ოდნავ შეხების დროსაც კი სისხლმდენი, მაგალითად, კბილების გახეხვის ან ფლოსის გამოყენების დროს.

თუმცა, თუ რეგულარულად იქნება კარგი ჰიგიენა სახლში, ეს ანთების ნიშნები ან არსებული გინგივიტი რამდენიმე დღეში გაივლის.

თუ მიუხედავად სახლის კარგი ჰიგიენისა სისხლდენა კვლავ გრძელდება, უკვე ღრძილები უნდა შემოწმდეს სტომატოლოგის მიერ შემდგომი გამოკვლევის მიზნით.

ძვლის დაკარგვა, პაროდონტული ჯიბეები და კბილების დაკარგვა

პაროდონტიტი იწვევს კბილების საყრდენი სტრუქტურის დაზიანებას და რღვევას. ეს იწვევს პაროდონტული ჯიბეების განვითარებას, რამაც შეიძლება კბილების დაკარგვაც კი გამოიწვიოს.

Knochenverlust und Zahnverlust als Folge sowohl der Gingivitis als auch der Parodontitis

ანთების (პაროდონტიტი) შედეგად ზიანდება პაროდონტის ბოჭკოები და ძვალი. იქ სადაც უნდა იყოს ჯანმრთელი ბოჭკოები ახლა უკვე ვითარდება პაროდონტული ჯიბეები. აქ არსებული ფესვის ზედაპირი კი დაფარულია ბაქტერიული ბიაპკით (ნადები და ქვები).

კბილების საყრდენი სტრუქტურის დაზიანება იწვევს კბილების მორყევას. კბილები, რომლებიც ჩვეულებრივ მყარად არის ფიქსირებული ალვეოლურ ძვალში კარგავენ სტაბილურობას და ირყევიან.

თუ დაავადება დროულად არ გამოვლინდა და არ მოხდა შესაბამისი მკურნალობა, იგი პროგრესირებს და დაზიანება შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ კბილი არ მოირყევა, ღეჭვისთვის უფუნქციო იქნება და საჭირო გახდება მისი ამოღება (ექსტრაქცია).

ზოგადი ჯანმრთელობა

პირის ღრუში პირდაპირი შედეგების გარდა, პაროდონტიტი მოქმედებს სისტემურ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

Folgen der Parodontitis auf die Allgemeingesundheit

პაროდონტიტის მქონე პაციენტებს აქვთ დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკი. საბედნიეროდ, ღრძილების მკურნალობა დადებითად მოქმედებს დიაბეტის მკურნალობაზე. ეს აუცილებელს ხდის პაროდონტიტის მქონე პაციენტებმა ჩაიტარონ ტესტირება დიაბეტზე.

პაროდონტიტის მქონე პაციენტებს აქვთ ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების უფრო , მათ შორის გულის შეტევის, მაღალი რისკი.

ორსულებს, რომელთაც აქვთ პაროდონტიტი ორსულობის დროს, ნაადრევი მშობიარობის უფრო მაღალ რისკ ჯგუფში არიან, და ასევე აქვთ დაბალწონიანი ნაყოფის დაბადების და პრეკლამფსიის განვითარების უფრო მაღალი რისკი.

პრობლემები ღეჭვისას და ჭამის შემდეგ.

პაროდონტიტის გამო მორყეულმა კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის პრობლემები; ჭამის შემდეგ კბილებს შორის დარჩენილმა საკვების ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს ყრუ ტკივილიც.

Folgen der Parodontitis auf die Kaufähigkeit

პაროდონტიტის შედეგად ადგილი აქვს კბილის საყრდენი სტრუქტურის დაზიანებას და ზოგჯერ კბილის დაკარგვასაც კი. მორყეული კბილები ვეღარ უძლებენ მექანიკურ დატვირთვას და შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის პრობლემები. იმის გამო, რომ პაროდონტიტი ნელა პროგრესირებს და ყოველთვის ერთნაირად არ მოქმედებს ყველა კბილზე პაციენტები ეჩვევიან ამ მდგომარეობას და იცვლიან ღეჭვის ჩვევებს, რომ შეძლონ საკვების დაღეჭვა. მაშინ, როდესაც უკვე პაროდონტის ქსოვილი ძლიერ დაზიანებულია და ზოგიერთი კბილი დაკარგულია ასეთი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ რბილ ან წვიან საკვებს.

იმის გამო, რომ ღძილები იკუმშება, კბილებს შორის ჩნდება სივრცეები და ამ კბილთაშორის სივრცეებში საკვების მიღების შემდეგ რჩება ნამცეცები . ამან ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ყრუ ტკივილი და ადამიანი ყოველთვის ცდილობს გაისუფთავოს ეს სივრცეები კბილის ჩხირის გამოყენებით.

პრობლემები მეტყველებისას

პაროდონტიტის გამო გადანაცვლებულმა კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მეტყველების, სიმღერის ან ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრის დროს.

Folgen der Parodontitis auf die Aussprache und die Verständlichkeit

პაროდონტიტის გამო გადანაცვლებულმა კბილებმა შეიძლება გაართულოს გარკვევით საუბარი. ამით განსაკუთრებით შეიძლება დაზარალდნენ ადამიანები, რომლთა პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია გამართულ მეტყველებასთან, მაგალითად, მსახიობები ან რადიოწამყვანები. ასევე მნიშვნელოვანია მომღერლებისთვის და მუსიკოსებისთვის, რომლებიც უკრავენ ჩასაბერ ინსტრუმენტებზე კბილებმა არ შეიცვალოს მდებარეობა.

თუ პაროდონტიტის გამო, აღინიშნება ზედა ფრონტალური კბილების დაზიანება და გადანაცვლება, წარმოქმნილმა სივრცეებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები საუბრის, სიმღერის ან ჩასაბერი ინსრუმენტებზე დაკვრისას. განსაკუთრებით “ს” ასოს მსგავსი სიბილანტები ვეღარ წარმოითქმის ნათლად.

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან

გოგირდის აქროლადმა ნაერთებმა პირის ღრუში შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი. მხოლოდ პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა დაგვეხმარება.

Mundgeruch als Folge der Parodontitis

ღრძილების მკურნალობის დაწყებამდე პაროდონტიტის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ნადები და ქვები, როგორც ღრძილზემოთ ასევე ღრძილქვეშაც. ნადები იწვევს ღრძილების ანთებას და ასევე ცუდ სუნს პირის ღრუდან. ბაქტერიები რომლებიც იწვევენ პაროდონტიტს, განსაკუთრებით აქტიურდებიან პაროდონტულ ჯიბის სიღრმეში და წარმოქმნის უსიამოვნო სუნის მქონე გოგირდის ნაერთებს, რომელთა დაშლისას გამოიყოფა ცუდი სუნი პირის ღრუდან.

უსიამოვნო სუნი ქრება მხოლოდ კბილების პროფესიონალური გაწმენდის და სახლის კარგი ჰიგიენური ჩვევების დანერგვის შემდეგ.

პრობლემები გარეგნობასთან დაკავშირებით ( ესთეტიკა)

პაროდონტიტის მქონე პირებს აწუხებთ ვიზუალური, ესთეტიკის პრობლემები ღრძილების მოცულობაში შემცირების და კბილებს შორის სივრცეების გაჩენის გამო.

Schlechte Ästhetik als Folge der Parodontitis

პაროდონტიტის მქონე ადამიანებს აქვთ გარეგნობის (ესთეტიკური) პრობლემები. ეს დაკავშირებულია ერთის მხრივ, ანთებასთან რის გამოც ღრძილები გაწითლებულია და მეორეს მხრივ, ღრძილების დაწევის გამო კბილის გვირგვინოვანი ნაწილის გარდა ფესვიც ჩანს. ეს კარგად შესამჩნევია რადგან ფესვი გვირგვინზე უფრო მუქი ფერია.

კბილების საყრდენი აპარატის დაზიანების გამო, კბილები ხშირად გადანაცვლდებიან და მათ შორის ჩნდება სივრცეები, რაც ვიზუალურად არაესთეტიკურად და არაჯანსაღად აღიქმება. პაროდონტიტის რთული ფორმების დროს კბილების დაკარგვა ასევე იწვევს ესთეტიკურ დისკომფორტს.