ხშირად დასმული კითხვები

პაროდონტიტითან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები და ჩვენი პასუხები

კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები იწვევს ღრძილების ანთებას(გინგივიტი), იგი შეიძლება გავრცელდეს კბილის საყრდენ სტრუქტურაზე, პაროდონტის ქსოვილზე, რომელიც უზრუნველყოფს კბილების ფიქსაციას ყბის ძვალში. ღრძილის მარგინალურად შეიძლება განვითარდეს პაროდონტული ჯიბეები, დაიკარგოს ძვალი და ამის გამო მოირყეს და დაიკარგოს კბილებიც კი.

გინგივიტი არის ანთება, როცა პროცესი შემოიფარგლება მხოლოდ ღრძილით, ხოლო პაროდონტიტის დროს იკარგება ძვლოვანი ქსოვილიც . განსხვავება გინგივიტსა და პაროდონტიტს შორის არის ის, რომ გინგივიტის დროს ჯერ კიდევ არაა დაკარგული კბილის საყრდენი სტრუქტურა. გინგივიტის დროს სახლში პირის ღრუს კარგი ჰიგიენის დაცვამ შეიძლება აღადგინოს ღრძილების ჯანმრთელობა. პაროდონტიტის დროს კი სხვაგვარადაა: მას შემდეგ, რაც ანთების გამო დაიკარგა ძვლოვანი ქსოვილი, მისი კვლავ აღდგენა სახლის კარგი ჰიგიენის პირობებშიც არ მოხდება.

თუ პაროდონტიტი დროულად არ დიაგნოსტირდა, პაროდონტის ქსოვილის საყრდენი სტრუქტურა რამდენიმე თვეში იკარგება. ამრიგად, პირის ღრუს რეგულარული ჰიგიენა სახლში, გინგივიტის და პაროდონტიტის პრევენციის საუკეთესო და ნაკლებად ძვირი გზაა.

ღრძილების განლევა ყოველთვის არაა გამოწვეული პაროდოდნტიტით. თუ აღინიშნება კბილის ფესვის გაშიშვლება ამის ორი მიზეზი შეიძლება იყოს:

ერთის მხრივ, ეს შეიძლება იყოს რეცესია . ეს გამოწვეულია კბილების უხეშად, ძლიერად გახეხვით. კბილების გახეხვისას ჯაგრისით ძლიერი ზეწოლა მუდმივად აზიანებს ღრძილებს. როდესაც იგი ხორცდება ღრძილი უფრო და უფრო თხელდება, მანამ სანამ ღრძილქვეშ არსებული ფესვი არ გაშიშვლდება. მაშინაც კი, თუ თქვენ შეიცვლით პირის ღრუს ჰიგიენის ჩვევებს და ნაკლებად უხეშად გაიხეხავთ, უკვე არსებული ღრძილების რეცესია არ შეიცვლება.

მეორეს მხრივ, პაროდონტიტი არის ანთებითი დაავადება, რომელიც ვითარდება ბაქტერიული ბიოაპკის გამო. პაროდონტიტის მკურნალობა თუ არ ხდება, პაროდონტის სტრუქტურების დაზიანება კვლავ პროგრესირებს. პაროდონტიტის დასაწყისში საყრდენი სტრუქტურის დაზიანება არ ჩანს. . უკვე გამოხატული პაროდონტიტის დროს ღრძილის ხაზი იწევს, გადანაცვლდება აპიკალურად და ჩანს ფესვის ზედაპირები.

მხოლოდ სტომატოლოგიურ პრაქატიკაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა შეიძლება მოგვცეს ამაზე სწორი პასუხი.

პაროდონტიტი არის ანთებითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ნადებით. თუ პაროდონტიტის მკურნალობა არ ხდება, გრძელდება პაროდონტის საყრდენი სტრუქტურის დაზიანება შიგნით, ღრძილქვეშ, რომელიც გარედან უხილავია. სწორედ ამიტომ პაროდონტიტის დამოუკიდებლად აღმოჩენა შეუძლებელია.

თუმცა თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ღრძილების ანთების(გინგივიტის) ნიშნებს მაგალითად, როგორიცაა ღრძილების შეფერილობა წითელი ან მუქი წითელი, ზოგჯერ ღრძილები შეშუპებულია და შეიძლება იყოს სისხლმდენი კბილების გახეხვის ან ფლოსის გამოყენების დროს. მწეველებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ღრძილები ამ დროს ნაკლებად სისხლმდენია და ამ დროს კიდევ უფრო რთულია პაროდონტიტის თვითდიაგნოსტირება.

მეორეს მხრივ, არსებობს პაროდონტიტის ისეთი ნიშნები, რომელსაც თავადაც მარტივად შევნიშნავთ: გინგივიტის მსგავსად ღრძილები შეიძლება იყო გაწითლებული და შეშუპებული. რადგან პაროდონტიტის დროს უკვე ადგილი აქვს ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვასაც, შესაძლოა კბილები გარკვეულწილად დაგანაცვლდეს და შეიქმნას მათ შორის ღია სივრცეები. პაროდონტიტის გართულების დროს კბილები შეიძლება დაზიანდეს და პირის ღრუდან იყოს უსიამოვნო სუნიც.

არსებეობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც შეიძლება გქონდეთ პაროდონტიტი.

თქვენს კბილებზე არსებული ბაქტერიული საფარი (ნადები, ბიოაპკი) არის მთავარი გამომწვევი მიზეზი პაროდონტიტის. ზოგიერთი სახეობის ბაქტერიამ შეიძლება კიდევ უფრო შეუწყოს ხელი პაროდონტიტის განვითარებას. სახლში პირის ღრუს ცუდმა ჰიგიენამ ან ზოგიერთი სახეობის ბაქტერიების არსებობამ შეიძლება ხელი შეუწყობენ პაროდონტიტის განვითარებას.

დამატებით გასათვალისწინებელია ისეთი რისკ ფაქტორები, როგორიცაა მოწევა, არაჯანსაღი დიეტა, არაკონტროლირებადი დიაბეტი ან სტრესი. ბოლოს, გენეტიკურ ფაქტორებსაც შეუძლლიათ შესარულონ გარკვეული როლი პაროდონტიტის განვითარებაში, რადგან იმუნური სისტემის რეაქცია მავნე ბაქტერიაზე შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანში გენეტიკური განსხვავებების გამო.

პირველადი კონსულტაციისას სტომატოლოგი დაადგენს გაქვთ თუ არა რაიმე რისკ ფაქტორი. როგორც ვიცით პაროდონტიტის რისკ ფაქტორია პირის ღრუს არადეკვატური სახლის ჰიგიენა, მოწევა, არაჯანსაღი დიეტა, დიაბეტი ან სტერსი.

შემდეგ სტომატოლოგი ან ჰიგიენისტი ჩაატარებს საბაზისო პაროდონტოლოგიურ კვლევას, რომელსაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

ღრძილის ზონდით ( პაროდონტოლოგიური ზონდით) ჩავდივართ კბილ-ღრძილოვან ღარში და ფრთხილად ვზომავთ სიღრმეს ზუსტად შერჩეულ ადგილებში.

საბაზისო პაროდონტოლოგიური კვლევის შემდგომ, სხვა დამატებითი გამოკვლევები შეიძლება ჩატარდეს, მაშინ თუ აღმოჩნდება კბილების საყრდენი სტრუქტურის დაკარგვის ნიშნები. ამ გამოკვლევებში შედის პაროდონტოლოგიური სტატუსის განსაზღვრა და დამატებით რენტგენოლოგიური სურათები.

მიუხედავად იმისა რომ, პაროდონტიტის შემდეგ კვლავ შეგვიძლია მივიღოთ ღრძილის გამოჯანმრთელება, ღრძილები საწყის მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება.

პაროდონტიტი არის ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს კბილის საყრდენი სტრუქტურის დაზიანებას. თუ პაროდონტიტს არ ვუმკურნალებთ კბილის საყრდენი სტუქტურა ზიანდება იქამდე სანამ კბილი არ დაიკარგება. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ღრძილების მკურნალობას შეუძლია შეაჩეროს დაავადების პროგრესირება. ეს მდგომარეობა ნიშნავს ჯანმრთელს, რადგან აღარაა ანთების ნიშნები და პაროდონტის საყრდენი სტრუქტურის რღვევა შეჩერებულია.

ანთების მკუნალობის შემდგომ, ხანგრძლივი და რამდენიმეწლიანი შედეგის წარმატებით შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ყოველდღიურად იცავს სახლის კარგ ჰიგიენას, რათა თავიდან აიცილოს ახალი ბაქტერიული ბიოაპკის წარმოქმნა და ანთების ხელახლა განვითარება.

ხანგრძლივი შედეგის შესანარჩუნებლად, ასევე მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტები ჰიგიენისტთან და პროფესიონალური მოვლა, რათა ნებისმიერი აღმოჩენილი პრობლემა დროულად იქნეს გამოვლენილი და ნამკურნალები.

უახლესი სამეცნიერო კვლევების თანახმად, პაროდონტიტი საგრძნობლად ზრდის კბილის იმპლანტაციის გართულებების რისკს. კერძოდ, გართულება დაკავშირებულია იმპლანტის ყბის ძვალთან ინტეგრაციასთან. როგორც პაროდონტიტის დროს ბაქტერიულმა ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილის დაკარგვა, ამ დროსაც ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის და იმპლანტის დაკარგვა. ამ დაავადებას ქვია პერი-იმპლანტიტი. პერი-იმპლანტიტის მკურნალობა გაცილებით რთულია ვიდრე პაროდონტიტის. თუ პერი-იმპლანტიტს არ ვუმკურნალებთ იმპლანტი დაიკარგება.

ამასთანავე, არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ადასტურებენ რომ ღრძილების წარმატებული მკურნალობის შემდგომ პერი-იმპლანტიტის განვითარების რისკი გაცილებით დაბალია.

თუ თქვენ გაქვთ პაროდონტიტი აუცილებელია რომ ღრძილების ანთების მკურნალობა დასრულდეს დენტალურ იმპლანტაციამდე და შემდგომ პაციენტი აყვანილ იქნას დისპანსერიზაციაზე და ასევე გაიწეროს რეგულარული პროფესიონალური ვიზიტები ჰიგიენისტთან.

ღრძილების ანთების მკურნალობის შემდგომ გრძელვადიანი წარმატების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტს აქვს კარგი სახლის ჰიგიენა ყოველდღიურად , რომ თავიდან აიცილოს ახალი ბაქტერიული ბიოაპკის წარმოქმნა და არ დაიწყოს ანთება ახლიდან.

მკურნალობის ხანგრძლივი შედეგის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ჰიგიენის პროფესიონალური კონტროლი, რის შედეგადაც დროულად გამოვლინდება და გამოსწორდება პრობლემა.

ჰიგიენისტთან ვიზიტების სიხშირის ინტერვალი დამოკიდებულია პირის ღრუს ჰიგიენის ხარისხზე, ღრძილების ანთების ხარისხზე და ნარჩენი ჯიბეების არსებობაზე. აქედან გამომდინარე, ჰიგიენისტთან ვიზიტები შეიძლება იყოს სამი, ოთხი ან ექვსთვიანი ინტერვალებით.

კბილის ამოღების შემდეგ, ლორწოვანი გარსი და ძვალი მთლიანად განიკურნება რამდენიმე კვირაში ან თვეში. კბილის ამოღების შემდგომ არსებული დეფექტი კი, უცვლელი რჩება დიდ ხნის განმავლობაში.

მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება , რომ მოპირდაპირე კბილი დაგრძელდეს და ჩამოიზარდოს ანტაგონისტი კბილის არარსებობის გამო და ნაწილობრივ შეავსოს არსებული დეფექტი.

სხვა შემთვევაში დეფექტის გვერდზე არსებული კბილები იწყებს გადაადგილებას თავისუფალი სივრცისკენ ( მეზიალიზაცია).

თუ საჭიროა ღეჭვითი ფუნქციის აღდგენა ეს უნდა მოხდეს იმპლანტებით და მასზე გვირგვინით. ასევე შეიძლება დეფექტის აღდგენა გვირგვინებით, ხიდებით ან ნაწილობრივ მოსახსნელი პროთეზით.