პაროდონტიტის შედეგები
პაროდონტიტის შედეგია კბილის საყრდენი სტრუქტურის, პაროდონტის დაკარგვა, რის შედეგადაც ვითარდება კბილების მორყევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის პრობლემაც. სხვა შედეგები მოიცავს ზოგად ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას, უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან და ესთეტიურ პრობლემებს.
პირველადი ნიშნები ღრძილების ანთების დროს არის სიწითლე , მცირე შეშუპება ღრძილების მიდამოში და შესაძლოა აღინიშნებოდეს სისხლდენა კბილების გახეხვის დროს.
მეტი …პაროდონტიტი იწვევს კბილების საყრდენი სტრუქტურის დაზიანებას და რღვევას. ეს იწვევს პაროდონტული ჯიბეების განვითარებას, რამაც შეიძლება კბილების დაკარგვაც კი გამოიწვიოს.
მეტი …პირის ღრუში პირდაპირი შედეგების გარდა, პაროდონტიტი მოქმედებს სისტემურ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
მეტი …პაროდონტიტის გამო მორყეულმა კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის პრობლემები; ჭამის შემდეგ კბილებს შორის დარჩენილმა საკვების ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს ყრუ ტკივილიც.
მეტი …პაროდონტიტის გამო გადანაცვლებულმა კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მეტყველების, სიმღერის ან ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრის დროს.
მეტი …გოგირდის აქროლადმა ნაერთებმა პირის ღრუში შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი. მხოლოდ პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა დაგვეხმარება.
მეტი …პაროდონტიტის მქონე პირებს აწუხებთ ვიზუალური, ესთეტიკის პრობლემები ღრძილების მოცულობაში შემცირების და კბილებს შორის სივრცეების გაჩენის გამო.
მეტი …სისხლდენა ღრძილებიდან
პირველადი ნიშნები ღრძილების ანთების დროს არის სიწითლე , მცირე შეშუპება ღრძილების მიდამოში და შესაძლოა აღინიშნებოდეს სისხლდენა კბილების გახეხვის დროს.
თუმცა, თუ რეგულარულად იქნება კარგი ჰიგიენა სახლში, ეს ანთების ნიშნები ან არსებული გინგივიტი რამდენიმე დღეში გაივლის.
თუ მიუხედავად სახლის კარგი ჰიგიენისა სისხლდენა კვლავ გრძელდება, უკვე ღრძილები უნდა შემოწმდეს სტომატოლოგის მიერ შემდგომი გამოკვლევის მიზნით.
ძვლის დაკარგვა, პაროდონტული ჯიბეები და კბილების დაკარგვა
პაროდონტიტი იწვევს კბილების საყრდენი სტრუქტურის დაზიანებას და რღვევას. ეს იწვევს პაროდონტული ჯიბეების განვითარებას, რამაც შეიძლება კბილების დაკარგვაც კი გამოიწვიოს.
კბილების საყრდენი სტრუქტურის დაზიანება იწვევს კბილების მორყევას. კბილები, რომლებიც ჩვეულებრივ მყარად არის ფიქსირებული ალვეოლურ ძვალში კარგავენ სტაბილურობას და ირყევიან.
თუ დაავადება დროულად არ გამოვლინდა და არ მოხდა შესაბამისი მკურნალობა, იგი პროგრესირებს და დაზიანება შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ კბილი არ მოირყევა, ღეჭვისთვის უფუნქციო იქნება და საჭირო გახდება მისი ამოღება (ექსტრაქცია).
ზოგადი ჯანმრთელობა
პირის ღრუში პირდაპირი შედეგების გარდა, პაროდონტიტი მოქმედებს სისტემურ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
პაროდონტიტის მქონე პაციენტებს აქვთ ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების უფრო , მათ შორის გულის შეტევის, მაღალი რისკი.
ორსულებს, რომელთაც აქვთ პაროდონტიტი ორსულობის დროს, ნაადრევი მშობიარობის უფრო მაღალ რისკ ჯგუფში არიან, და ასევე აქვთ დაბალწონიანი ნაყოფის დაბადების და პრეკლამფსიის განვითარების უფრო მაღალი რისკი.
პრობლემები ღეჭვისას და ჭამის შემდეგ.
პაროდონტიტის გამო მორყეულმა კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის პრობლემები; ჭამის შემდეგ კბილებს შორის დარჩენილმა საკვების ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს ყრუ ტკივილიც.
იმის გამო, რომ ღძილები იკუმშება, კბილებს შორის ჩნდება სივრცეები და ამ კბილთაშორის სივრცეებში საკვების მიღების შემდეგ რჩება ნამცეცები . ამან ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ყრუ ტკივილი და ადამიანი ყოველთვის ცდილობს გაისუფთავოს ეს სივრცეები კბილის ჩხირის გამოყენებით.
პრობლემები მეტყველებისას
პაროდონტიტის გამო გადანაცვლებულმა კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მეტყველების, სიმღერის ან ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრის დროს.
თუ პაროდონტიტის გამო, აღინიშნება ზედა ფრონტალური კბილების დაზიანება და გადანაცვლება, წარმოქმნილმა სივრცეებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები საუბრის, სიმღერის ან ჩასაბერი ინსრუმენტებზე დაკვრისას. განსაკუთრებით “ს” ასოს მსგავსი სიბილანტები ვეღარ წარმოითქმის ნათლად.
უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
გოგირდის აქროლადმა ნაერთებმა პირის ღრუში შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი. მხოლოდ პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა დაგვეხმარება.
უსიამოვნო სუნი ქრება მხოლოდ კბილების პროფესიონალური გაწმენდის და სახლის კარგი ჰიგიენური ჩვევების დანერგვის შემდეგ.
პრობლემები გარეგნობასთან დაკავშირებით ( ესთეტიკა)
პაროდონტიტის მქონე პირებს აწუხებთ ვიზუალური, ესთეტიკის პრობლემები ღრძილების მოცულობაში შემცირების და კბილებს შორის სივრცეების გაჩენის გამო.
კბილების საყრდენი აპარატის დაზიანების გამო, კბილები ხშირად გადანაცვლდებიან და მათ შორის ჩნდება სივრცეები, რაც ვიზუალურად არაესთეტიკურად და არაჯანსაღად აღიქმება. პაროდონტიტის რთული ფორმების დროს კბილების დაკარგვა ასევე იწვევს ესთეტიკურ დისკომფორტს.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ყველა კონტენტი თქვენი საკუთარი პროდუქციისთვის Creative Commons ლიცენზიის აღიარებით:
Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.ka
English (UK)
German
French
Italian
Español
Basque
Português (BR)
Polish
Danish
Romanian
Croatian
Chinese
Azerbaijani
Turkish
Lithuanian
Hebrew
Dutch
Hungarian
Greek
Finnish
Swedish
Norwegian
Romansh
Ukrainian
Armenian
Malay
Filipino
Serbian
Nepali