პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზები
პაროდონტიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზია კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები, რომელსაც ასევე უწოდებენ კბილის ნადებს ან ბიოაპკს. სხვა რისკფაქტორებმა, როგორიცაა მოწევა ან არაკონტროლირებადი დიაბეტი შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ პაროდონტიტის განვითარებაზე.
ბაქტერიული ნადები (კბილის ნადები, ბიოაპკი) მთავარი გამომწვევი მიზეზია ღრძილების ანთებითი დაავადებების(გინგივიტი). ზოგიერთ ბაქტერიას შეუძლია პაროდონტიტის განვითარებას უფრო მეტად შეუწყოს ხელი.
მეტი …კბილის ქვა არის კალციფიცირებული კბილის ნადები, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს ღრძილსზემოთ ან ღრძილქვეშ. კბილის ქვა უნდა მოშორდეს რეგულარულად და პროფესიონალური ჩარევით.
მეტი …მოწევა ამცირებს ღრძილების რეზისტენტობას მავნე ბაქტერიების მიმართ. მწეველებს აქვთ უფრო მეტი ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები და უფრო მეტად კარგავენ კბილებს, ვიდრე ყოფილიმწეველები ან არამწეველები.
მეტი …დიაბეტით დაავადებულები, რომელთა სისხლშიც არ ხდება შაქრის კონტროლი, პაროდონტიტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. პაროდონტიტის მქონე პაციენტებს კი აქვთ დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი. აუცილებელია ორივე დაავადების გამოკვლევა.
მეტი …არაჯანსაღი კვების უარყოფითი გავლენა ღრძილებთან მიმართებით ზუსტად შეფასებული არ არის. თუმცა შედეგი არის დიაბეტის და პაროდონტიტის განვითარების მარალი რისკი.
მეტი …სტრესი ამცირებს ღრძილების წინააღმდეგობას მავნე ბაქტერიების მიმართ. ამიტომ, ფსიქოლოგიური სტრესის მქონე ადამიანებს აქვთ პაროდონტიტის განვითარების მაღალი რისკი.
მეტი …გენეტიკური განსხვავებების გამო, პაროდონტიტის დროს იმუნური სისტემის წინაარმდეგობა შეიძლება განსხვავდებოდეს მავნე ბაქტერიების მიმართ. შედეგად წინასწარგანწყობა პაროდონტიტის მიმართ განსხვავდება ადამიანებს შორის.
მეტი …ქრონიკული დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის გამო, პაროდონტიტის შედეგები ხშირად არ მძიმდება ხანდაზმულ ასაკამდე.
მეტი …ბაქტერიული ნადები(კბილის ნადები, ბიოაპკი)
ბაქტერიული ნადები (კბილის ნადები, ბიოაპკი) მთავარი გამომწვევი მიზეზია ღრძილების ანთებითი დაავადებების(გინგივიტი). ზოგიერთ ბაქტერიას შეუძლია პაროდონტიტის განვითარებას უფრო მეტად შეუწყოს ხელი.
თუ კბილებიდან ბაქტერიული ნადები რეგულარულად არ მოცილდება, რამდენიმე დღეში ღრძილებზე შეიძლება დაიწყოს ანთება. ღრძილები წითლდება, შუპდება და სისხლმდენია ოდნავი შეხებისასაც კი, მაგალითად, კბილის ძაფის გამოყენების დროს. თუმცა თუ სახლში რეგულარულად ხდება კარგად კბილების გაწმენდა ეს ანთების ნიშნები რამდენიმე დღეში ქრება.
კბილის ქვა
კბილის ქვა არის კალციფიცირებული კბილის ნადები, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს ღრძილსზემოთ ან ღრძილქვეშ. კბილის ქვა უნდა მოშორდეს რეგულარულად და პროფესიონალური ჩარევით.
ქვის ზედაპირი უხეშია და ადვილად ხდება ბაქტერიების კოლონიზაცია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სახლში რეგულარულად კარგი ჰიგიენა, რომ არ გამყარდეს ნადები და არ გაჩნდეს ქვები.
თუმცა, თუ დაგროვდა ქვები მისი მოცილება მიუხედავად სახლში კარგი ჰიგიენისა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია სტომატოლოგის მიერ რეგულარული შემოწმება და პროფესიონალური ჰიგიენა.
მოწევა
მოწევა ამცირებს ღრძილების რეზისტენტობას მავნე ბაქტერიების მიმართ. მწეველებს აქვთ უფრო მეტი ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები და უფრო მეტად კარგავენ კბილებს, ვიდრე ყოფილიმწეველები ან არამწეველები.
მიუხედავად სახლში კარგი ჰიგიენის დაცვისა, მწეველები მაინც კარგავენ უფრო მეტ ძვლოვან ქსოვილს. სწორედ ამიტომ მწეველებს უფრო მარტივად უვითარდებათ პაროდონტული ჯიბეები და აღენიშნებათ მეტი პაროდონტოპათოგენური ბაქტერიები. პაროდონტიტის მკურნალობისას მწეველებს უფრო ცუდი შედეგები აქვთ, ვიდრე არამწეველებს. გამომდინარე აქედან მწეველბს არამწეველბთან შედარებით პაროდონტიტის გამო კბილების დაკარგვის უფრო მაღალი რისკი აქვთ.
ყოფილ მწეველბში ღრძილების მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს რამდენიმე წელიწადში და მხოლოდ კარგი პროფესიონალური მოვლის საშუალებით. მოწევის შეწყვეტიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ყოფილი მწეველები უფრო კარგად რეაგირებენ პაროდონტიტის მკურნალობაზე, ვიდრე პაციენტები რომლებიც ჯერ კიდევ ეწევიან.
სისტემური დაავადებები (მაგ, დიაბეტი ტიპი 2)
დიაბეტით დაავადებულები, რომელთა სისხლშიც არ ხდება შაქრის კონტროლი, პაროდონტიტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. პაროდონტიტის მქონე პაციენტებს კი აქვთ დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი. აუცილებელია ორივე დაავადების გამოკვლევა.
პაროდონტიტისა და დიაბეტის ურთიერთკავშირი და მათი დროულად გამოვლენის მნიშვნელობა უფრო ფართოდ უნდა გახდეს ცნობილი. სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ამ კორელაციის შესახებ და ამჟამად, დიაბეტით დაავადებულთა მხოლოდ ნახევარმა იცის რომ აქვს ეს დაავადება.
დიეტა
არაჯანსაღი კვების უარყოფითი გავლენა ღრძილებთან მიმართებით ზუსტად შეფასებული არ არის. თუმცა შედეგი არის დიაბეტის და პაროდონტიტის განვითარების მარალი რისკი.
არაჯანსაღი დიეტა ზრდის დიაბეტის რისკს, რამაც კიდევ უფრო შეიძლება გააუარესოს ზოგადი მდგომარეობა. დიაბეტით დაავადებულებს აქვთ არა მხოლოდ პაროდონტიტის განვითარების მაღალი რისკი, არამედ ისინი ნაკლებად რეაგირებენ საჭირო მკურნალობაზე.
სტრესი
სტრესი ამცირებს ღრძილების წინააღმდეგობას მავნე ბაქტერიების მიმართ. ამიტომ, ფსიქოლოგიური სტრესის მქონე ადამიანებს აქვთ პაროდონტიტის განვითარების მაღალი რისკი.
ფსიქიკური სტრესი ამცირებს ღრძილების წინააღმდეგობას მავნე ბაქტერიების მიმართ. მათ აქვთ სუსტი უმუნური სისტემა და ღრძილების დაავადების უფრო მძიმე ფორმები. ასეთი ადამიანები ნაკლებ დროს უთმობენ სახლში პირის ღრუს ჰიგიენას, შედეგად არსებული დამაზიანებელი ბაქტერიები, დაქვეითებულ იმუნურ სისტემაზე კიდევ უფრო ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენენ.
გენეტიკური წინასწარგანწყობა
გენეტიკური განსხვავებების გამო, პაროდონტიტის დროს იმუნური სისტემის წინაარმდეგობა შეიძლება განსხვავდებოდეს მავნე ბაქტერიების მიმართ. შედეგად წინასწარგანწყობა პაროდონტიტის მიმართ განსხვავდება ადამიანებს შორის.
იმუნური სისტემის რეაქცია შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანებს შორის, გენეტიკური განსხვავებების გამო. ამიტომაც ყველა ადამიანს არ უვითარდება პაროდონტიტის ერთნაირი სიმპტომები სახლში ხანგრძილივი პერიოდის განმავლობაში არაადეკვატური ჰიგიენის დროსაც კი.
ასაკი
ქრონიკული დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის გამო, პაროდონტიტის შედეგები ხშირად არ მძიმდება ხანდაზმულ ასაკამდე.
თუ პაროდონტიტს არ ვუმკურნალეთ, ან არაადეკვატურია მკურნალობა დაავადება პროგრესირებს. ასაკთან ერთად დაავადების ხანგრძლივი შედეგების გამო მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება: აღინიშნება კიდევ მეტი ძვლოვანი დანაკარგი, მეტი კბილი იკარგება, დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიც უფრო რთული სამართავია.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ყველა კონტენტი თქვენი საკუთარი პროდუქციისთვის Creative Commons ლიცენზიის აღიარებით:
Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.ka
English (UK)
German
French
Italian
Español
Basque
Português (BR)
Polish
Danish
Romanian
Croatian
Chinese
Azerbaijani
Turkish
Lithuanian
Hebrew
Dutch
Hungarian
Greek
Finnish
Swedish
Norwegian
Romansh
Ukrainian
Armenian
Malay
Filipino
Serbian
Nepali