პაროდონტიტის პრევენცია
პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენა სახლში, რეგულარული შემოწმება და კბილების პროფესიონალური წმენდა, ჯანსაღი დიეტა და მოწევის შეწყვეტა არის პაროდონტიტის პრევენციის საუკეთესო საშუალება.
პაროდონტიტის პრევენციისთვის სახლში პირის ღრუს კარგი ჰიგიენის გარდა, მნიშვნელოვანია მოწევის შეწყვეტა და ჯანსაღი დიეტა.
მეტი …პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენა განსხვავდება პაციენტებს შორის. მნიშვნელოვანია იცოდე პაროდონტიტის პრევენციის შენი მეთოდი.
მეტი …სახლში პირის ღრუს ჰიგიენის ოპტიმიზაციის გარდა, მოწევის შეწყვეტა ერთერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გინგივიტის და პაროდონტიტის პროფილაქტიკისთვის.
მეტი …ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა ასევე მოქმედებს დადებითად ღრძილების ჯანმრთელობაზე.
მეტი …რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმებებით, შესაძლებელია პაროდონტიტის ნიშნების ადრეული გამოვლენა.
მეტი …რეგულარული შემოწმების გარდა, კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდები პერიოდულად არის პაროდონტიტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა.
მეტი …გინგივიტის პროფილაქტიკა არის პაროდონტიტის პროფილაქტიკაც.
პაროდონტიტის პრევენციისთვის სახლში პირის ღრუს კარგი ჰიგიენის გარდა, მნიშვნელოვანია მოწევის შეწყვეტა და ჯანსაღი დიეტა.
პაროდონტიტის და გინგივიტის პროფილაქტიკის მიზნით უნდა მოხდეს ღრძილების რეგულარული შემოწმება, ნებისმიერი ადგილი, სადაც აღმოჩნდება ანთების ნიშნები ან პაროდონტოლოგიური ჯიბეები, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ადეკვატური მკურნალობა.
პირის ღრუს ჰიგიენის ოპტიმიზაცია
პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენა განსხვავდება პაციენტებს შორის. მნიშვნელოვანია იცოდე პაროდონტიტის პრევენციის შენი მეთოდი.
სახლის პირის ღრუს ჰიგიენა ყოველთვის ინდივიდზე უნდა იყოს ადპტირებული. აქედან გამომდინარე, ის შეიძლება განსხვადებოდეს ადამიანებს შორის. მნიშვნელოვანია, იცოდე და ისწავლო როგორ გააუმჯობესო სახლის პირის ღრუს ჰიგიენის თქვენთვის საუკეთესო მეთოდი.
სტომატოლოგიურ პრაქტიკაში შესაძლებელია პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენის ინსტრუქციების მიცემა. ინტერნეტშიც შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკების და ილუსტრაციების ნახვა ამ ვებსაიტზე-I www.oralhygiene-instruction.com.
მოწევის თავის დანებება
სახლში პირის ღრუს ჰიგიენის ოპტიმიზაციის გარდა, მოწევის შეწყვეტა ერთერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გინგივიტის და პაროდონტიტის პროფილაქტიკისთვის.
ყოფილი მწეველები პაროდონტის ანთებითი დაავადების მკურნალობაზე უკეთ რეაგირებენ და ბევრი ქირურგიული მკურნალობა, რომელიც ხშირად აუცილებელია, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ არამწეველებში და ყოფილ მწეველებში.
ჯანსაღი დიეტა
ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა ასევე მოქმედებს დადებითად ღრძილების ჯანმრთელობაზე.
მეორეს მხრივ, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების შემცირება იწვევს იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც გამოიწვევს ანთებითი პროცესის შემცირებას და გააუმჯობესებს მკურნალობის პროცესს.
რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება
რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმებებით, შესაძლებელია პაროდონტიტის ნიშნების ადრეული გამოვლენა.
თუ პაროდონტიტი ნაადრევად გამოვლინდა და საჭირო მკურნალობა ადრეულ სტადიაზევე დაიწყება, შესაძლებელია წარმატებით იქნას თავიდან აცილებული პაროდონტის სტუქტურების შემდგომი დაკარგვა.
მიზანი უნდა იყოს საკუთარი კბილების შენარჩუნება სიბერემდე. “ძალიან ბევრი შემოწმება ჯობია ცოტა მკურნალობას!”
კბილების რეგულარული პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა
რეგულარული შემოწმების გარდა, კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდები პერიოდულად არის პაროდონტიტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა.
პროფესიონალური ჰიგიენური ვიზიტების გაგრძელება ასევე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი წარმატებისთვის, რადგან ნებისმიერი განმეორებადი პრობლემა დროულად გამოვლინდეს და გამოსწორდეს.
ჰიგიენური ვიზიტების ინტერვალი არის სამი, ოთხი ან ექვსი თვე. ეს დამოკიდებულია პირის ღრუს ჰიგიენის ხარისხზე, ღრძილების ანთების მასშტაბზე და ნარჩენი ჯიბეების არსებობაზე.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ყველა კონტენტი თქვენი საკუთარი პროდუქციისთვის Creative Commons ლიცენზიის აღიარებით:
Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.ka
English (UK)
German
French
Italian
Español
Basque
Português (BR)
Polish
Danish
Romanian
Croatian
Chinese
Azerbaijani
Turkish
Lithuanian
Hebrew
Dutch
Hungarian
Greek
Finnish
Swedish
Norwegian
Romansh
Ukrainian
Armenian
Malay
Filipino
Serbian
Nepali