პაროდონტიტის მკურნალობა
კბილების პროფესიონალური წმენდა არის პირველი ნაბიჯი პაროდონტიტის მკურნალობის დროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახლის ჰიგიენის კარგი დაცვა და რეგულარული შემოწმებდა სტომატოლოგთან.
იმისათვის რომ შეხორცდეს პაროდონტის ქსოვილი, ყველა საფარი ( ნადები და ქვა) უნდა მოშორდეს კბილის ზედაპირიდან კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდით.
მეტი …ახალი ბაქტერიული ბიოაპკი რომ არ წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის პაროდონტოლოგიურმა პაციენტებმა უნდა ისწავლონ კბილების კარგი ჰიგიენის დაცვა.
მეტი …კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდიდან ერთ-ორ თვეში მოწმდება ჰიგიენა და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება თუ როგორი ინტენსივობით გაგრძელდება შემდგომი მოვლა.
მეტი …პაროდონტიტის რთული ფორმის დროს, როდესაც აღინიშნება და რჩება ღრმა პაროდონტული ჯიბეები, შეიძლება წარმატებით შემცირდეს მხოლოდ ქირურგიული მკურნალობით
მეტი …პაროდონტიტის მკურნალობის შემდეგ, იგეგმება ჰიგიენისტის ხანგრძლივი პროფესიონალური მოვლა. ამ ვიზიტების სიხშირე დამოკიდებულია ნარჩენი ჯიბეების არსებობაზე.
მეტი …პაროდონტიტის მკურნალობის ცნობილი გვერდითი ეფექტია კბილებს შორის ღია სივრცეების გაჩენა და ფესვის გაშიშვლებულ ზედაპირებზე მგრძნობელობის მომატება.
მეტი …კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა თავიდან შეიძლება ჩატარდეს ჰიგიენისტთან. პაროდონტიტის მძიმე ფორმების დროს რეკომენდირებულია მიმართვა პაროდონტოლოგთან.
მეტი …კბილების პროფესიონალური წმენდა
იმისათვის რომ შეხორცდეს პაროდონტის ქსოვილი, ყველა საფარი ( ნადები და ქვა) უნდა მოშორდეს კბილის ზედაპირიდან კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდით.
გარდა ამისა, ყველა ის ფაქტორი რაც ართულებს სახლში კარგს ჰიგიენას მოიხსნება.ეს მოიცავს ქვებს რომელიც ლოკალიზებული ღრძილქვეშ ან გვირგვინების და ბჟენების ქვეშ.
კბილების პროფესიონალური წმენდა იშვითად შეიძლება იყოს ერთჯერადი. პაციენტები, რომელთაც აქვთ განვითარებული პაროდონტიტი, საჭიროა კბილების წმენდის რამდენიმე ვიზიტი.
პირის ღრუს სახლის ჰიგიენა
ახალი ბაქტერიული ბიოაპკი რომ არ წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის პაროდონტოლოგიურმა პაციენტებმა უნდა ისწავლონ კბილების კარგი ჰიგიენის დაცვა.
ღრძილების მკურნალობის დროს , პაციენტები სწავლობენ პირის ღრუს ჰიგიენის ტექნიკას, რომელიც ადაპტირებულია მათ მდგომარეობაზე. პირის ღრუს კარგი ჰიგიენის დაცვა სახლში გადამწყვეტია მკურნალობის წარმატებისთვის.
პირის ღრუს ჰიგიენის ინსტრუქციისთვის დამატებითი ინფორმაცია, იხილეთ აქ www.oralhygiene-instruction.coma.
შემდგომი დაკვირვება (ხელახალი შეფასება)
კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდიდან ერთ-ორ თვეში მოწმდება ჰიგიენა და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება თუ როგორი ინტენსივობით გაგრძელდება შემდგომი მოვლა.
თუ სახლში პირის ღრუს კარგი ჰიგიენა დაცულია, შესაძლებელია უკვე არსებული გინგივიტის შემცირება და ღრძილების განკურნება, იმ შემთვევაშიც კი, როცა ფესვები ჩართულია პროცესში და ზონდირების სიღრმე 3 მმ-ზე მეტია. ამ შემთხვევაში, ღრძილების მკურნალობა შეიძლება დასრულდეს და მიღებული მდგომარეობა უნდა შენარჩუნდეს ჰიგიენისტთან რეგულარული ვიზიტებით.
ქირურგიული მკურნალობა
პაროდონტიტის რთული ფორმის დროს, როდესაც აღინიშნება და რჩება ღრმა პაროდონტული ჯიბეები, შეიძლება წარმატებით შემცირდეს მხოლოდ ქირურგიული მკურნალობით
ღრძილების უფრო რთული მდგომარეობის მკურნალობას,ხშირად ერთ წელზე მეტი სჭირდება. ასეთმა პაციენტებმა უნდა იცოდნენ მკურნალობის კურსის ჩატარების საჭიროების აუცილებლობაზე და ასევე რისი მიღწევა შეიძლება, აუცილებელია პირის ღრუს კარგი ჰიგიენა სახლში, მოწევის თავის დანებება და ჯანსაღი დიეტის დაცვა.
ხანგრძლივი პროფესიონალური მოვლა (შემდგომი მოვლა, შეხსენება)
პაროდონტიტის მკურნალობის შემდეგ, იგეგმება ჰიგიენისტის ხანგრძლივი პროფესიონალური მოვლა. ამ ვიზიტების სიხშირე დამოკიდებულია ნარჩენი ჯიბეების არსებობაზე.
ხანგრძილივი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პროფესიონალური მოვლა და ჰიგიენური ვიზიტები ჰიგიენისტთან, რადგან ნებისმიერი განმეორებითი პრობლემა დროულად გამოვლინდეს და გამოსწორდეს.
ჰიგიენისტთან ვიზიტებს შორის ინტერვალები შეიძლება იყოს სამი, ოთხი ან ექვსი თვე. ვიზიტების სიხშირე დამოკიდებულია პირის ღრუს ჰიგიენის ხარისხზე, ღრძილების ანთების სიმძიმეზე და ნარჩენი ჯიბეების არსებობაზე.
პაროდონტიტის მკურნალობის შესაძლო გვერდითი ეფექტები
პაროდონტიტის მკურნალობის ცნობილი გვერდითი ეფექტია კბილებს შორის ღია სივრცეების გაჩენა და ფესვის გაშიშვლებულ ზედაპირებზე მგრძნობელობის მომატება.
ღრძილების მკურნალობის კიდევ ერთი გვერდითი ეფექტია ღრძილის კონტურის შემცირება პროფესიონალური ჰიგიენური წმენდის შემდეგ. ღრძილები მჭიდროდ ეკვრის კბილს და ამიტომ კბილებს შორის წარმოიქმნება ღია სივრცეები, გამოჩნდება ფესვის ზედაპირები, რომელიც უფრო მგრძნობიარეა ცივი ტემპერატურის და მჟავე საკვების მიმართ. მომატებული მგრძობელობა ჩვეულებრივ რამდენიმე თვის შემდეგ ქრება.
ვის შეუძლია უმკურნალოს პაროდონტიტს ?
კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა თავიდან შეიძლება ჩატარდეს ჰიგიენისტთან. პაროდონტიტის მძიმე ფორმების დროს რეკომენდირებულია მიმართვა პაროდონტოლოგთან.
რთული პაროდონტოლოგიური შემთხვევების მკურნალობა – მაგალითად, სწრაფად პროგრესირებადი პაროდონტიტი მოზარდებში ან ზრდასრულებში – საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და ინფრასრუქტურას ხანგრძლივი პაროდონტოლოგიური მკურნალობისთვის. სტომატოლოგს შეუძლია ასეთი პაციენტი გადაამისამართოს პაროდონტოლოგთან.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ყველა კონტენტი თქვენი საკუთარი პროდუქციისთვის Creative Commons ლიცენზიის აღიარებით:
Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.ka
English (UK)
German
French
Italian
Español
Basque
Português (BR)
Polish
Danish
Romanian
Croatian
Chinese
Azerbaijani
Turkish
Lithuanian
Hebrew
Dutch
Hungarian
Greek
Finnish
Swedish
Norwegian
Romansh
Ukrainian
Armenian
Malay
Filipino
Serbian
Nepali