რა არის პაროდონტიტი?
ბაქტერიული ნადები იწვევს ღრძილების ანთებას( გინგივიტი), რომელიც ასევე შეიძლება გავრცელდეს პაროდონტზე, კბილის საყრდენ სტრუქტურაზე. ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის გამო, წარმოიქმნება პაროდონტული ჯიბეები, შეიძლება მოირყეს და დაიკარგოს კიდეც კბილები.
კბილი აქვს გვირგვინოვანი და ფესვის ნაწილი და ნერვი. კბილი მიმაგრებულია ღრძილზე და ძვალზე ფესვის ზედაპირზე არსებული ბოჭკოებით.
მეტი …ღრძილები ეს არის პირის ღრუს ლორწოვანის ის ვარდისფერი ნაწილი, რომელიც ირგვლივ ეკვრის თითოეულ კბილს.
მეტი …ნადების არსებობის შემთხვევაში, ბაქტერიული ნადები სულ რამდენიმე დღის შემდეგ გავლენას ახდენს ღრძილებზე და ვითარდება გინგივიტი.
მეტი …პაროდონტი ეს არის ქსოვილების კომპლექსი, რომელიც კბილს იჭერს ყბის ძვალში. ეს არის ღრძილი, ფესვის ზედაპირი, დამჭერი ბოჭკოები და თავად ყბის ძვალი.
მეტი …პაროდონტიტი ადამიანებში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქრონიკული დაავადებაა. ეს არის ანთებითი დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს პაროდონტის შემადგენელ ყველა სტრუქტურაზე, რომელიც კბილებს იჭერს ყბის ძვალში
მეტი …როგორ არის კბილის ფიქსირებული ყბის ძვალში?
კბილი აქვს გვირგვინოვანი და ფესვის ნაწილი და ნერვი. კბილი მიმაგრებულია ღრძილზე და ძვალზე ფესვის ზედაპირზე არსებული ბოჭკოებით.
ფესვის შემადგენელი მთავარი კომპონენტია დენტინი.ფესვი გარედან დაფარულია მაგარი ქსოვილით, ცემენტით. კბილი ფიქსირებულია ყბის ძვალში ბოჭკოების საშუალებით (პერიოდონტული იოგით). ეს ბოჭკოები ერთისმხრივ დაკავშირებულია დენტინთან და მეორესმხრივ უკავშირდება ყბის ძვალს.
კბილის ფესვი გვირგვინზე უფრო გრძელია. განსაკუთრებით ზედა ეშვებს აქვთ გრძელი ფესვები.
რა არის ღრძილები?
ღრძილები ეს არის პირის ღრუს ლორწოვანის ის ვარდისფერი ნაწილი, რომელიც ირგვლივ ეკვრის თითოეულ კბილს.
რა არის გინგივიტი და რამდენად ხშირია ის?
ნადების არსებობის შემთხვევაში, ბაქტერიული ნადები სულ რამდენიმე დღის შემდეგ გავლენას ახდენს ღრძილებზე და ვითარდება გინგივიტი.
თუ სახლში რეგულარულად იქნება კარგი ჰიგიენა დაცული და კბილებს ბაქტერიული ნადები მოშორდება , ღრძილები რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდება.
გინგივიტი არ არის იშვიათი დაავადება. ცხოვრების მანძილზე ნებისმიერ ადამიანს ჰქონია პირის ღრუში რამდენიმე ადგილზე მაინც გინგივიტი. თუმცა ეს ნიშანია იმის, რომ ეს ადგილები არ იყო სათანადოდ გაწმენდილი. ეს მიდამოები ასევე წარმოადგენს პაროდონტიტის განვითარების რისკის ადგილებს.
ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებების გამო გინგივიტის განვითარების მომატებული რისკია. ორსულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პირის ღრუს ჰიგიენას და მიმართონ სტომატოლოგს ორსულობის დროს.
რა არის პაროდონტი?
პაროდონტი ეს არის ქსოვილების კომპლექსი, რომელიც კბილს იჭერს ყბის ძვალში. ეს არის ღრძილი, ფესვის ზედაპირი, დამჭერი ბოჭკოები და თავად ყბის ძვალი.
პაროდონტის ქსოვილი უზრუნველყოფს კბილების სიმყარეს და შენარჩუნებას ყბის ძვალში. დამჭერი ბოჭკოები უზრუნველყოფს კბილების მაღალ ფუნქციურ სიმყარეს მომატებული ღეჭვითი დატვირთვის დროსაც კი.
ჯანმრთელ კბილებზე პაროდონტის ქსოვილი ფარავს მთელ ფესვს. მხოლოდ მაშინ, როდესავ ვითარდება ანთება კბილის საყრდენ სტრუქტურაზე (პაროდონტიტი) ასევე იკარგება ძვლოვანი ქსოვილიც.
რა არის პაროდონტიტი და რამდენად ხშირია ის?
პაროდონტიტი ადამიანებში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქრონიკული დაავადებაა. ეს არის ანთებითი დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს პაროდონტის შემადგენელ ყველა სტრუქტურაზე, რომელიც კბილებს იჭერს ყბის ძვალში
საყრდენი ბოჭკოების და ძვლოვანი ქსოვილი დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების მორყევა. თუ დაავადება შეუმჩნეველია და არ მოხდა დროული მკურნალობა, იგი პროგრესირებს მანამ, სანამ არ მოირყევა და ღეჭვისთვის გამოუყენებელი იქნება ეს კბილი და საჭირო გახდება მისი ამოღება.
ადამიანების დაახლოებით 40% აწუხებს პაროდონტიტი. დადგენილია რომ, მოზრდილებში დღეს კბილების დაკარგვის მიზეზი დაახლოებით 70%-ში პაროდონტიტია.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ყველა კონტენტი თქვენი საკუთარი პროდუქციისთვის Creative Commons ლიცენზიის აღიარებით:
Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International
https://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0/deed.ka
English (UK)
German
French
Italian
Español
Basque
Português (BR)
Polish
Danish
Romanian
Croatian
Chinese
Azerbaijani
Turkish
Lithuanian
Hebrew
Dutch
Hungarian
Greek
Finnish
Swedish
Norwegian
Romansh
Ukrainian
Armenian
Malay
Filipino
Serbian
Nepali