თუ ლოკალურად აღინიშნება წითელი ღრძილი შეიძლება განვითარდეს გინგივიტი. კარგი ჰიგიენის პირობებში გინგივიტი განიკურნება. თუ სიწითლე მაინც გაგრძელდება მიმართეთ სტომატოლოგს რჩევისთვის და გამოკვლევისთვის.
თუ აღინიშნება გენერალიზებულად სიწითლე, რომელიც განვითარდა დროის მოკლე პერიოდში კარგი ჰიგიენის მიუხედავად მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს.
გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებების გამო მაღალია გინგივიტის განვითარების რისკი. ორსულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პირის ღრუს ჰიგიენას და გაიარონ შემოწმება სტომატოლოგთან.
თუ თქვენ ყველა კითხვაზე უპასუხეთ “არა”, გააგრძელეთ ყურადღებით მოვლა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და ეწვიეთ თქვენს სტომატოლოგს წელიწადში ერთხელ ვიზიტზე.
თუ თქვენ რეგულარულად ეწევით სიგარეტს, გაითვალისწინეთ, რომ ეს ამცირებს ღრძილებიდან სისხლდენას. ამ დროს გინგივიტი ან პაროდონტიტი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ამიტომ საჭიროა წელიწადში რამდენჯერმე გაიაროთ შემოწმება სტომატოლოგთან.
English (UK)
German
French
Italian
Español
Basque
Português (BR)
Polish
Danish
Romanian
Croatian
Chinese
Azerbaijani
Turkish
Lithuanian
Hebrew
Dutch
Hungarian
Greek
Finnish
Swedish
Norwegian
Romansh
Ukrainian
Armenian
Malay
Filipino
Serbian
Nepali